воскресенье, 8 октября 2017 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი , მივიღე მითითებები კოლეგებისგან , ჩავასწორე პროექტი საჭიროებისამებრ განვაახლე.გავეცანი კოლეგების პროექტებს და გამოვხატე საკუთარი მოსაზრებები და იდეები მათი ნამუშევრების შესახებ.
       ჩემს მიერ გავლილი ტრენინგები დამეხმარება უკეთ დავგეგმო და წარვმართო სასწავლო პროცესი,მეტად გამოვიყენო მასში ისტ-ის ტექნოლოგიები.პროექტი ძალიან საინტერესოდ იყო დაგეგმილი და წარმართული ტრენერის მიერ.
    თანამედროვე სწავლების მეთოდები მიმართულია მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო დონეების ჩამოყალიბებისაკენ , ამის ერთ ერთი ეფექტური ხელშემწყობი კი არის პროექტებით სწავლება რაშიც დამეხმარება ეს ტრენინგი.

воскресенье, 1 октября 2017 г.

მერვე დღე

ჩემი პორტფოლიო


გავეცანი პროექტის გეგმის ჩეკლისტს ,კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა,გავეცანი მონათესავე საგნების პროექტების გეგმებს,ვიმუშავე შეფასების ფორმების დახვეწაზე.ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.დღევანდელი დღე ზალიან ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვა პროექტების გაცნობა , ვინაიდან გავეცანი ბევრ საინტერესო ინფორმაციას პროექტზე მუშაობისი შესახებ.