воскресенье, 8 октября 2017 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტი , მივიღე მითითებები კოლეგებისგან , ჩავასწორე პროექტი საჭიროებისამებრ განვაახლე.გავეცანი კოლეგების პროექტებს და გამოვხატე საკუთარი მოსაზრებები და იდეები მათი ნამუშევრების შესახებ.
       ჩემს მიერ გავლილი ტრენინგები დამეხმარება უკეთ დავგეგმო და წარვმართო სასწავლო პროცესი,მეტად გამოვიყენო მასში ისტ-ის ტექნოლოგიები.პროექტი ძალიან საინტერესოდ იყო დაგეგმილი და წარმართული ტრენერის მიერ.
    თანამედროვე სწავლების მეთოდები მიმართულია მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო დონეების ჩამოყალიბებისაკენ , ამის ერთ ერთი ეფექტური ხელშემწყობი კი არის პროექტებით სწავლება რაშიც დამეხმარება ეს ტრენინგი.

воскресенье, 1 октября 2017 г.

მერვე დღე

ჩემი პორტფოლიო


გავეცანი პროექტის გეგმის ჩეკლისტს ,კიდევ ერთხელ დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა,გავეცანი მონათესავე საგნების პროექტების გეგმებს,ვიმუშავე შეფასების ფორმების დახვეწაზე.ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.დღევანდელი დღე ზალიან ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვა პროექტების გაცნობა , ვინაიდან გავეცანი ბევრ საინტერესო ინფორმაციას პროექტზე მუშაობისი შესახებ.

суббота, 30 сентября 2017 г.

მეშვიდე დღე

ვიმუშავე პროექტის დახვეწაზე,გავეცანი დიფერენცირებული სწავლების შესახებ კითხვარს რაც ძალიან საინტერესოა და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში.ასევე გავეცანი დიფერენცირებული სწავლების სახეებს და ჩავსვი ჩემი პროექტის გეგმაში.

суббота, 23 сентября 2017 г.

მეხუთე დღე


დავხვეწე მიზნებისა და შედეგების ჩარჩო ასევე შეფასების ფომები და მეთოდები.გავაკეთე პრეზენტაცია რომელიც ჩავაშენე ბლოგში . გავეცანი საავტორო უფლებებს რომელთა დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია.დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის

воскресенье, 17 сентября 2017 г.

მეოთხე დღე

დღეს გავეცანი შეფასების მეთოდებს ,სტრატეგიებს, ინტრუმენტებს რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში.დავხეწე კითხვები რომლებიც მოვარგე ჩემს საპროექტო თემას.აღმოვაჩინე ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები პროექტის დაგეგმვასა და მისი მსვლელობის წარმართვაში, კარგად გამომდის ტექსტების კოპირება და ასევე ბეჭდვა.

среда, 13 сентября 2017 г.

მესამე დღე

დღეს გავიხსენე სტანდარტების მოძიება ,რომელიც გადმოვწერე და მოვარგე ჩემს პროექტს.ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩემი საპროექტო თემისათვის,თემაში სტანდარტების კოპირების მეთოდი მისაღებია ჩემთვის რადგანაც ამის საშუალებით მარტივად ვახერხებ საინტერესო სტანდარტების მოძიებას და მორგებას ჩემი თემისათვის

воскресенье, 10 сентября 2017 г.

მეორე დღე

მე განვიხილე კონკიას პროექტი,დავიწყე პროექტის შაბლონის შევსება,ბროშურის შექმნა.
საინტერესო იყო რუბრიკა კონკიას შესახებ,მისი გაცნობა დამეხმარება ჩემს მიერ შერჩეული პროექტის დაგემვაში